ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ხოშარაული ქუჩაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან მისულები. მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისი მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი. მან თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდა, რაზეც გამგებელმა განაცხადა, რომ ხალხს ისე არ დატოვებდა.
„მე არავის უარით არ გავისტუმრებ,“ - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, ამჟამად მერიამ, პირველ რიგში, ხალხის დახმარებაზე უნდა იფიქროს.
„უპირველესი ამოცანა არის ხელისუფლების, რომ დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. შემდეგ უნდა განისაზღვროს ზარალის ოდენობა და მერიამ უდნა მოახდინოს იმ დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემა. რაც შეეხება თვითონ დღევანდელ ფაქტს, ძალიან საეჭვოა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, 2 ძალიან ცენტრალურ ბაზრობაზე თბილისში ჩნდება ხანძარი,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.