ე.წ ელიავას ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დღეს დიდუბის გამგებელი შეხვდება.
გამგებელი დაზარალებულებთან შეხვედრას და ხანძრისგან განადგურებული შენობების ნახვას 11:00 საათისთვის გეგმავს. მანამადე ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს.
დილითვე იგეგმება დამწვარი შენობის დირექტორებისა და მფლობელების შეხვედრა.
გვიან ღამით ცეცხლის ლიკვიდირების დროს მოქალაქეები და დიდუბის გამგეობის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოქალაქეების ტერიტორიაზე შეშვებას მოითხოვდნენ.
დაპირისპირება იყო პოლიციელებსა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორისაც.
მოქალაქეები საკუთარი პროდუქციის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა უსაფრთხოების გამო, სამართალდამცველებმა ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვეს.