იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას არასამთავრობო სექტორი რეკომენდაციებით მიმართავს. კერძოდ, სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ და არა იუსტიციის საბჭომ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, საჭირო გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ.
განცხადებას კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" დღეს გაავრცელებს. არასამთავრობო სექტორს მიაჩნია, რომ აუცილებელია, საქმეში ჩაერთოს საკანონმდებლო ორგანოც.
„ჩვენ მკვეთრად ვაკრიტიკებდით წინა შემადგენლობას იქედან გამომდინარე, რომ ვერ უზრუნველყოფდა სამართლიან და დასაბუთებულ პროცედურას, იგივე მოსამართლეთა შერჩევა - დანიშვნის პროცესში. აქედან გამომდინარე სკეპტიციზმი არსებობს, თუმცა ჩვენ მზად ვართ, მათ შევთავაზოთ ჩვენი ხედვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მათ შორის ერთ-ერთ საკითხი ნამდვილად არის მოსამართლეთა არჩევა.
"ჩვენი მიდგომაა არის ის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს უნდა ირჩევდნენ თვითონ მოსამართლეები და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო,“ - განაცხადა IDF-ის წარმომადგენელმა, გიორგი ბერაიამ.