ამ დრომდე ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე კვალავ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თბილისის მერიაში ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრა 15:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა, გადაიდო. მერიის შენობასთან დაზარალებულები ჯერჯერობით არ მისულან.
ნახანძრალ ადგილას სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი მივიდა, რომელიც დაზარალებულებს შეხვდა.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც ნივთები დაზღვეული ჰქონდათ, ზარალი აუნაზღაურდებათ დაზღვევის პირობების შესაბამისად. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ასეთი, დაახლოებით, 10 მოვაჭრეა.
ხანძრის შედეგად დაზარალებულების საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, სადაც ბაზრობის ხელმძღვანელთან ერთად დაზარალებულები ვიცემერს, ლაშა აბაშიძეს, შეხვდებიან.