„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა, გივი თარგამაძემ, სასამართლო პროცესებს, რომელიც მასზე განხორცილებული ტერაქტის საქმეზე იმართება, აღარ დაესწრება. პროცესს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უნდობლობა გამოუცხადა. მისი თქმით, საქმეში ხელისუფლების ინტერესებიც იკვეთება და ის გამოძიების გაგრძელებას დამოუკიდებლად გეგმავს.
„ეს პროცესი არის ნამდვილად ფარსი, ანუ ცალ კარში თამაშიც არ არის. საერთოდ არაფერზეა პროცესი. წინასწარ არის განსაზღვრული, რომ დამთავრდება არაფრით. დამთავრდება ხეჩუაშვილის პატიმრობის დადასტურებით, ოღონდ ისე, რომ ხეჩუაშილი დაპატიმრებული არ იქნება. ამიტომ, როდესაც წინასწარ არის ყველაფერი განსაზღვრული, ამ პროცესში მონაწილეობას ნამდვილად აზრი არ აქვს,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.