18 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
თბილისის ზღვაში მაშველები მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

თბილისის ზღვაში მაშველები მოზარდს ეძებენ. ცნობილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება წყალში გაუჩინარებული მოზარდის შესახებ შევიდა.

მათი ინფორმაციით, ამ წუთებში მაშველები და მყვინთავები წყალში სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.

ადგილობრივების განცხადებით, ბავშვი, რომელსაც ეძებენ, 13 წლისაა და ის ადგილზე თავის 2 მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

„ინფორმაციის დონეზე ვიცი, რომ 13 წლის ბავშვი საცურაოდ ჩასულა და აქ ბრუნავს წყალი და სულ სამნი ყოფილან აქ,“ - აცხადებს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ შემთვევა დაახლოებით საათ-ნახევრის წინ, ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე მოხდა. მაშველები მოზარდს დაახლოებით 1 საათია, ეძებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე არის ბანაობა აკრძალულია და ამისთვის შესაბამისი წარწერებიც არის განთავსებული. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. წყალსაქაჩის მიმდებარედ საბანაოდ არასრულწლოვნები ხშირად დადიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები