ბათუმის საქალაქო სასამართლოში არეულობის ორგანიზებისთვის დაკავებულების ირაკლი ჩხვირკვიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი 6 საათი გაგრძელდა. დაკავებულებმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს. მათი განმარტებით მიმალვისა და მტკიცებულების განადგურების, ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს.
დაპატიმრებულები ასევე მათ დაკავებას პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირებენ. შუამდგომლობა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა. ამ წუთებში მხარეები შესავალი სიტყვით მიმართავენ სასამართლოს.