18 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
"ყოველთვის მაგ დასკვნას დებენ, რადგან ეს ყველაზე მარტივია" - ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მეპატრონე

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის მეპატრონეები დღეს თბილისის ვიცე მერს ხვდებიან. ლაშა აბაშიძეს ისინი დაზარალებულთა და დაზიანებული თუ განადგურებული საქონლის შესახებ ინფორმაციას მიაწვიდიან. შეხვედრა ვიცე მერთან გუშინ იგეგმებოდა, თუმცა დამწვარ შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის გახანგრძლივების გამო შეხვედრა გადაიდო.

ხანძრისგან განადგურებულ ობიექტზე სავარუდოდ, დღეს მოვაჭრეების შეშვება გაგრძელდება. მანამდე კი, ტერიტორიას უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველები იცავენ. მოვაჭრეები ხანძრის გაჩენის საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ.

"მე არ ვიცი ახლა რა დასკვნას დადებენ. როგორ წესი, ყოველთვის მაგ დასკვნას დებენ, რადგან ეს ყველაზე მარტივია, ბევრი ძიება და გამოძიება რომ არ დაჭირდეს, რომ ეს იყო დარღვეული უსაფრთხოების ზომები, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ არ იყო," - განაცხადა ბაზრობის ერთერთმა მეპატრონემ, ქეთევან ლოლაძე. 

დღის ამბები