ვიდეო მიმართვას ავრცელებს სოსო ოსორაულის ძმა. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, 7 ივლისს 19 საათზე შეიკრიბონ გმირთა მოედანზე და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატონ მხარდაჭერა და სოლიდარობა კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მიმართ.
"ჩვენ ყველას გვაერთიანებს საქართველო, რომელსაც ჯარისკაცი იცავს. ამიტომ გთხოვთ, 7 ივლისს 19 საათზე შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე სანთლებით ხელში თითოეული მოქმედი და მომავალი ჯარისკაცის გამო. ჩვენი მდუმარე შეკრებით ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ თითოეული ჯარისკაცი, საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია სამშობლოსთვის," - აცხადებს გიორგი ოსორაული ვიდეო მიმართვაში.