2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" რეკომენდაციები მოამზადა. რეკომენდაციები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე მომზადდა.
მათ შორისაა არჩევნების დღეს პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო უბნებზე მომხდარი აგიტაციის ფაქტები, ასევე თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე, მესამე სექტორი ითხოვს გაუმჯობესდეს სამართალწარმოება სასამართლო საარჩევნო დავების დროს.
„ერთ-ერთი გამოწვევა მაინც იყო არჩევნების მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში ჩატარება. მართალია, არ ყოფილა მასობრივი ძალადობის შემთხვევები, თუმცა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე უშუალოდ კენჭისყრის დღეს, იყო ძალადობრივი ინციდენტები და მათ დიდ ნაწილზე ეფექტური რეაგირება არ მომხდარა. ასევე სხვა ტიპის დარღვევები, რომლებიც წინასაარჩევნოდ დაფიქსირდა, იქნებოდა ეს ოფისებზე თავდასხმა თუ სხვა ტიპის დარღვევები, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ეფექტური შედეგები ამ დრომდე არ გვაქვს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილიმა.