18 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ლტოლვილთა სამინისტრო გადაწყვეტილებას, ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, 3 დღეში მიიღებს

მიანიჭებს თუ არა საქართველო "დემირელის" სკოლების მენეჯერს, ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსს, სამ დღეში გახდება ცნობილი. მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი და ადვოკატი, ვახტანგ კვიჟინაძე დღეს ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ სოზარ სუბარის უწყებას თურქული მხრიდან ოჯახის მიმართ მუქარის ფაქტები წარუდგინეს.

„წარდგენილი იქნა ნათარგმნი სოციალური ქსელიდან, არა ერთი განცხადება, რომელშიც მას პირდაპირ ემუქრებიან ფიზიკური განადგურებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი თურქეთის რესპუბლიკაში აღმოჩნდებიან რაიმე გზით, მას, მის შვილებს და მის მეუღლეს. ეს არის თვალსაჩინოდ, ცხადად, ეს არის პირდაპირი მუქარა,“ - განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.

გადაწყვეტილება, შეწყდება თუ არა დემირელის კოლეჯის მენეჯერის ექსტრადაციის პროცესი, სამინისტრომ უნდა მიიღოს. თუბა ჩაბუქი იმედოვნებს, რომ სამინისტრო გადაწყვეტილებას მისი მეუღლის სასარგებლოდ მიიღებს.

„საქმეზე გადაწყვეტილებას დევნილთა და განსახლების სამინისტრო 7 ივლისს მიიღებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ვფიქრობთ, გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ იქნება მიღებული,“ - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

დღის ამბები