18 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
იარაღზე არსებული ყველა გენეტიკური კვალი წაშლილია - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

ე. წ. ციანიდის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ბრალდების მოწმეების დაკითხვით გრძელდება. სასამართლოს ჩვენებას 23 ექსპერტი აძლევს. მათ შორის ისინი, ვინც საქმის გამოძიების პროცესში მონაწილეობდნენ.

კერძოდ, ექსპერტიზა ჩაუტარეს დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებულ იარაღს და ბარგიდან ამოღებულ ნივთიერებას.

დეკანოზის ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი, აცხადებს, რომ იარაღზე ყველანაირი კვალი გამქრალია. მისი განცხადებით, იარაღი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ, მიუტანა და არ გამორიცხავს, რომ თავად ირაკლი მამალაძეს სხვებმა გადასცეს მამაოს სახლში მისატანად.

„მასზე არსებული ნებისმიერი გენეტიკური კვალის, დნმ-ის კვალის წაშლა მოხდა ამ სპეციალური ხსნარით დამუშავების შედეგად. მთლიანი იარაღის, ყველა დეტალის დამუშავება მოხდა. შესაბამისად, მასზე წაიშალა გენეტიკური კვალი. აღარაფერს ვამბობ დაქტილოსკოპიურ კვალზე, თითის ანაბეჭდების კვალზე, რითიც შეიძლებოდა დადასტურებულიყო ამ იარაღის შემხებლობა ირაკლი მამალაძესთან და სხვა პირებთან, ვისაც შეიძლებოდა, ირაკლი მამალაძისთვის ეს იარაღი მიეცა იმისთვის, რომ მიეტანა ეს იარაღი მამაოსთან სახლში,“ - აცხადებს პაატა მეხრიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები