„იყრით თუ არა კენჭს ისევ, ბატონო პრეზიდენტო?“ - ეს ერთ-ერთია იმ მრავალფეროვან შეკითხვებს შორის, რომლებიც თბილისის მოსახლეობამ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, „არჩევანის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში დაუსვა.
გამოკითხულთა ნაწილს აინტერესებს, თუ რატომ ეწინააღმდეგება გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და ხალხთან ერთად საკუთარი აზრი უფრო ხმამაღლა გამოხატოს.
"სად ხარ? რატომ ხარ სუსტად? უფრო მყარად, უფრო ძლიერად, ხალხი შენკენ არის იმიტომ, რომ საღად აზროვნებ ბოლო ხანებში და პარლამენტს უნდა დავუპირისპირდეთ თქვენთან ერთად," - აცხადებს თბილის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
საზოგადოებას ასევე აინტერესებს, რა გეგმები აქვს გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.
„გადადგება თუ არა და ამით ჩაუგდებს თუ არა პროექტს "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რომ ცვლილებები შეაქვთ?“ - სვამს შეკითხვას ერთ-ერთი მოქალაქე.
თბილისის მაცხოვრებლებისთვის ასევე საინტერესოა, თუ როგორ შეაფასებდა გიორგი მარგველაშვილი თავისი პრეზიდენტობის განვლილ წლებს და არის თუ არს ის ბედნიერი დღევანდელ საქართველოში.