18 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
როგორც კი ქუთაისს მიეცემა ახალი შესაძლებლობები, აღარავის აღარ ემახსოვრება პარლამენტის იქ ყოფნა-არყოფნა - გიორგი მარგველაშვილი

„ქუთაისს სჭირდება მეტი ყურადღება,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, ქუთაისს დიდი პოტენციალი აქვს, რომ ტურისტული ჰაბი გახდეს.

„თუ ქუთაისს მივცემთ შესაძლებლობა, ფართოდ გაშალოს თავისი ეკონომიკური, კულტურული, ტურისტული პოტენციალი, ქუთაისელებიც ისევე ადვილად დაემშვიდობებიან პარლამენტს, როგორც თბილისელებს მაინცდამაინც გული არ დაგვწყვეტია, როდესაც თბილისიდან ქუთაისში გადაიტანეს პარლამენტი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი აზრით, როგორც კი ქუთაისს მეტი შესაძლებლობა მიეცემა, პარლამენტის ადგილმდებარეობა პრობლემა არ იქნება.

„როგორც კი ქუთაისს მიეცემა ახალი შესაძლებლობები, აღარავის აღარ ემახსოვრება პარლამენტის იქ ყოფნა-არყოფნა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები