„მე არ მჯერა, რომ პოლიტიკა ასეთი ხრიკებით უნდა იქნას განპირობებული,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში, საზოგადოების შეკითხვაზე - აპირებს თუ არა ის გადადგომას, პასუხის გაცემისას გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილი თქმით, მას შეუძლია, გადადგეს, რათა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პრობლემები შექმნას, თუმცა, მისი აზრით, ეს პოლიტიკური ნაბიჯი იქნება.
„ეს ჩემი სტილი არ არის და სწორად არ მიმაჩნია, რომ რაღაც ხრიკით რაღაც პროცესი შევაჩერო,“ - განაცხადა მან.
მისი აზრით, თავს ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.