საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილ შეხვედრას, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ, სამოქალაქო სექტორიც დაესწრება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი შეასრულოს.
სამოქალაქო სექტორი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს და ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენთვის ყველაზე მისასალმებელი იქნებოდა პროპორციული სისტემა 2020 წლიდან. ეს არის ის რა დათმობის შემთხვევაშიც მე ვფიქრობ, რომ არის რესურსი რომ ამ კონსტიტუციას ჰქონდეს უფრო ფართო მხარდაჭერა. ტექნიკურობის გარდა არის მექანიზმი რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც შეიძლება კონკრეტული მუხლები დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე და მათ ეყაროს კენჭი და შემდეგ გაგრძელდეს მესამე მოსმენა. იურიდიულად ეს შესაძლებელია, მთავარია ახლა ნება იქნება თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.