18 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ეს დოკუმენტი ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის მიღებული - სამოქალაქო სექტორი მმართველ გუნდს შენიშვნების გათვალისწინებას ურჩევს 

ეს დოკუმენტი ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის მიღებული - ეს განცხადება, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა გააკეთა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმ კონფერენციას ესწრებიან, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით იმართება და სადაც კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მსჯელობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელია მმართველმა გუნდმა გაითვალისწინოს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის აზრი, გარდა ამისა ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა გასცა.

მათი თქმით, დოკუმენტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას ორი მოსმენით უკვე მიიღო ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან ცვლილებებს მმართველი გუნდის გარდა სხვა მხარდამჭერი არ ჰყავს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ ისინი მზად არიან მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ერთგვარი მედიატორის როლიც იკისრონ.

„ეს არის კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა, ბერკეტი, რომლითაც კიდევ ერთხელ გავუგზავნით სიგნალს ხელისუფლებას, რომ საჭიროა არის მინიმალური კომპრომისი მაინც საზოგადოებაში. არანაირი კომპრომისი არ აქვს ამ  დოკუმენტს.  კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ მით უმეტეს, სადაც რეალურად არანაირი კომპრომისი არ არის და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის მიღებული ეს ვარიანტი და მხარდამჭერი  ფაქტობრივად არავინ არ ჰყავთ. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვეცდებით მივაწვდინოთ მათ ხმა,“-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები