ასათიანი ქუჩაზე, 7 ოცდაათ-სართულიანი კორპუსის მშენებლობას, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი და ადგილობრივები აპროტესტებენ.
დღეს მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ადგილობრივებმა 3-ვე ინსტანციის სასამართლო მოიგეს და მერიის შესაბამისმა სამსახურმა მშენებლობის ნებართვაც შეაჩერა.
„გვაქვს ეჭვი, ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და არქიტექტურის სამსახურში სულ ცოტა ხნის წინ დასრულებული განხილვები მიგვანიშნებს იმისკენ, რომ როგორც ჩანს, ნარმანია წასვლის წინ აპირებს, ეს უბედურება, ურბანული და ინფრასტრუქტურული დაუტოვოს საბურთალოს. არავითარ შემთხვევაში თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ამ მავნებლობას არ მოაწეროს ხელი და ნარმანია წასვლის წინ კიდევ ერთხელ ნუ შეირცხვენს თავს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს და მშენებლობა ისევ გაგრძელდეს.