ინდოელი ბიზნესმენის ქართველი ადვოკატი განმარტებებს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს. მანანა აფხაძე დღეს უწყებაში მიდის. ადვოკატი პასუხს ელოდება თუ რატომ არ უშვებენ აკბარ ქუშერს საქართველოს ტერიტორიაზე.
ინდოელ ბიზნესმენს ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლაზე ორჯერ უარი უთხრეს. მომხდარის შესახებ ქურეში ვიდეო მიმართვაში ყვება. ის იმედოვნებს, რომ მასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და მზად არის ყველა კითხვას უპასუხოს.
ქურეში არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდეს. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი.
"საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იგივე შეკითხვა გვექნება, უცხოელი ინვესტორის დევნის მიზეზი რა გახლავთ და რა არის დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც შეფუთულია, თუმცა ცალსახად ჩანს, რომ ეს უკავშირდება მის ბიზნესს," - აცხადებს ქუშერის ადვოკატი, მანანა აფხაძე.