18 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
გონიოში ზღვაში დაკარგულ 25 წლის ახალგაზრდას ეძებენ

ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ ამ წუთებში მაშველები გონიოში. 25 წლის მამაკაცი წყალში გუშინ საღამოს შევიდა და გაუჩინარდა. უამინდობის გამო მაშველები აფრთხილებდნენ მოსახლეობას შესაძლო საშიშროების შესახებ. 

„დღეს აჭარის შავი ზღვის აკვატორიაში ფიქსირდება 4 ბალამდე შტორმი. ორივე მიმართულებით გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გონიოში, ასევე ბათუმის ბულვარში. გუშინ 5 ბალიანმა შტორმმა არ მოგვცა საშუალება, რომ კატარღებით ჩავრთულიყავით ამ ოპერაციაში, მაგრამ დღეს დილიდან, 6 საათიდანვე განახლდა გონიოში სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებული არის 2 სწრაფლმავალი კატარღა და 2 მყვინთავი,“ - განაცხადა აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მამუკა თურმანიძე. 

პარალელურად, უკვე მესამე დღეა გრძელდება ბათუმში, ზღვაში 45 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც.

ორივე დაკარგული ადგილობრივი მოსახლეა.

დღის ამბები