18 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
მაკა ჩიჩუამ ქალთა საფეხბურთო კლუბ ”თბილისის თბილისს” უმასპინძლა

ქალთა საფეხბურთო კლუბ ”თბილისის თბილისს” უმასპინძლა მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში. ქალთა კლუბის 19 წლამდე წევრები საქართველოს ქალთა მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობენ და ამჟმად პირველ ადგილს იკავებენ.

სპორტსმენებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და პირველ ლედის საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის დასასრულს, სპორტსმენმა გოგონებმა მაკა ჩიჩუას სახელობითი მაისური უსახსოვრეს.

დღის ამბები