საქართველოს საზღვრიდან ორჯერ გაბრუნებული ინდოელი ბიზნესმენი, აკბარ კუშერი განმარტებებს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს. მისმა ადვოკატმა, მანანა აფხაძემ დღეს მიხეილ ჯანელიძეს განცხადებით მიმართა.
მანანა აფხაძე პასუხს ითხოვს, თუ რატომ არ უშვებენ აკბარ ქუშერს საქართველოს ტერიტორიაზე. აკბარ ქუშერს ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლაზე ორჯერ უარი უთხრეს - თუმცა მისი თქმით, მიზეზები არ განუმარტავთ.
მომხდარის შესახებ ქუშერი მორიგ ვიდეო მიმართვაში ყვება.