საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული მიხეილ თათარიშვილის პროცესი იწყება.
საქმეზე მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს. პრეზიდენტის სიძისა და შვილის მეგობარი ივნისის ბოლოს 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
თავად ბრალდებული იმედოვნებს, რომ მოსამართლე გიორგი დარახველიძე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
„გამამართლებელი განაჩენის იმედი მაქვს,“ - აცხადებს მიხეილ თათარიშვილი.