თურქეთში მოკლული 39 წლის გივი მაჩაიძის ცხედარი უკვე საქართველოშია. მას დღესვე ქუთაისში ექსპერტიზისთვის გადაასვენებენ.
სარფის საბაჟოზე ოჯახის წევრები გადმოსვენებას დილიდან ელოდნენ. ისინი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობდნენ. პროტესტის ძირითადი მიზეზი მომხდარის შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდებაა.
საქართველოს მოქალაქე, რომელიც სტამბოლში 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მოკლეს.