18 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
არანაირი მილიონი ხე არ მიუღია ქალაქს, ჩვენ მივიღეთ მილიონი გამხმარი ჯოხი - ელენე ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია დედაქალაქის მერიის გამწვანების სამსახურს ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასა და მილიონი ხის პროექტის წარუმატებლად განხორციელებაში ადანაშაულებს. ელენე ხოშტარიას თქმით, მერიამ ასიათასობით ლარი ბიუჯეტიდან ისეთი პატარა ზომის ნერგებში დახარჯა, რომლის გახარებაც შეუძლებელია, მერობის კანდიდატი დენდროლოგიურ პარკთან მივიდა სადაც, პროექტის ფარგლებში, 42 ათასამდე ნარგავი დაირგო, თუმცა პარკის ტერიტორია დაკეტილი დახვდა.

„აღმოჩნდა, რომ მილიონი ხის პროექტი, რომელიც თავიდანვე იყო არასერიოზული, კომიკური დაპირებაც კი და აბსოლუტურად, ჩვენს ქალაქს მილიონი ხის დარგვის პრობლემა არ აქვს. ეს იყო უბრალოდ პოპულისტური წინასაარჩევნო დაპირება. გარდა იმისა, რომ ეს იყო არასერიოზული, აღმოჩნდა, რომ ამაში ჩვენი ჯიბიდან ამოიღეს ასიათასობით ფული და უბრალოდ გაფლანგეს. დაახლოებით 268 ათასი ნერგი არის დაკარგული. არანაირი მილიონი ხე არ მიუღია ქალაქს, ჩვენ მივიღეთ მილიონი გამხმარი ჯოხი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები