28 კერძო ტელეკომპანია მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს. ახალი რეგულაციით, რომელიც პარლამენტში უკვე შესულია, საზოგადოებრივ მაუწყებელს სპონსორობაზე დღემდე არსებული შეზღუდვები სრულად ეხსნება და ზუსტად იგივე შესაძლებლობები ექნება რაც კერძო არხებს. საპროტესტო მიმართვის ავტორები ამბობენ, რომ ბიუჯეტიდან მაუწყებლის მრავალმილიონიანი დაფინანსების ფონზე მისთვის რეკლამის განთავსებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დამოუკიდებელი ტელევიზიებს უთანასწორო პირობებში აყენებს.
კერძო მედიაორგანიზაციების პრეტენზია გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. იურიდიულ კომიტეტში რომელიც საკითხს განიხილავს, თვლიან რომ ცვლილება ევრო-სტანდარტს პასუხობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას საპარლამენტო ოპოზიცია საშემოდგომო სესიაზე მხარს არ დაუჭერს.
საზოგადოებრივ მაუწყებელში საკანონდებლო ცვლილებებზე დღეს კომენტარი არ გაკეთებულა. ტელევიზიაში ამ დროისთვის მაშტაბური რეორგანიზაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით თანამშრომლების ნაწილმა უკვე მიიღო შეტყობინება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.