18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
დღეს უნდა გაირკვეს, მიენიჭება თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი

დღეს უნდა გაირკვეს, მიენიჭება თუ არა დემირელის კოლეჯის მენეჯერს ლტოლვილის სტატუსი. გადაწყვეტილება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ მას არ მიენიჭება ეს სტატუსი, მაშინ ადვოკატები გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„წარდგენილი მტკიცებულებებიდან და იმ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული დასკვნებიდან გამომდინარე, დგას რისკი, რომ მის მიმართ დარღვეული იქნება ის ფუნდამენტური უფლებები, რაც გათვალისწინებულია ევროპული კონვენციით. მათ აუცილებლად უნდა მიენიჭოთ ლტოლვილის სტატუსი, რათა ისინი ფიზიკურად გადარჩნენ," - აცხადებს ჩაბუქის ადვოკატი, ვახტანგ კვიჟინაძე. 

დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდება, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, რასაც დემირელის კოლეჯის მენეჯერს თურქული მხარე უყენებს, აბსურდულია.  

 

დღის ამბები