გიორგი მღებრიშვილისა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ შორის განიხილეს საქართველოს კრიმინალური პოლიციისა და ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ ერთობლივად განხორციელებული ოპერაციები.
მხარეებმა ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხიც განიხილეს.