18 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
პირიქითა ხევსურეთში 5 დაკარგულ ტურისტს ეძებენ

მეორე დღეა 5 დაკარგულ ტურისტს ეძებენ პირიქითა ხევსურეთში. ამერიკელი მოგზაურები სამაშველო სამსახურებს გუშინ დაახლოებით ღამის 10 საათისთვის დაუკავშირდნენ და დახმარება ითხოვეს. თუმცა მათი პოვნა ამ დროდმე ვერ ხერხდება. წინასწარი ინფორმაციით, პრობლემები მოგზაურებს ადიდებულმა არღუნმა შეუქმნა.

ხევსურეთში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს, ადიდებულია მდინარეები და ხევები. ამ დროისათვის ჩამოწოლილი მეწყერის გამო ჩაკეტილია საავტომობილი გზაც და პირიქითა ხევსურეთი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

დღის ამბები