ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რამდენიმე რაიონში. ხობის რაიონის სოფლებში წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.
სტიქიის შედეგად განადგურებულია მოსავალი. თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის ხობის მონაკვეთზე, გვიან ღამით გადაადგილება შეიზღუდა. რეგიონში უკვე მუშაობენ მაშველები და მძიმე ტექნიკა.