18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
შეწყვეტილი სოციალური დახმარება - ზალიკო უდუმაშვილი 70 წლის ლედი ბარამიძეს სახლში ესტუმრა

თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, 70 წლის ლედი ბარამიძეს სახლში ესტუმრა. ბარამიძე 1 წელია, სოციალური დახმარებას აღარ იღებს.

მოხუცებული თავად ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი პირობები არ შეცვლილა, თუმცა სოციალური აგენტის გადაწყვეტილებით, ქულა მოემატა და, შესაბამისად, დახმარება შეუწყდა.

„ჩვენ ახლა ვუყურებთ, თუ როგორ არის ეს ადამიანი მიტოვებული სახელმწიფოსგან. არავის არ კითხულობს მის ბედს, არავინ არ ინტერესდება, რითი ცხოვრობს. აგენტები, რომლებიც მოდიან აქ და ამ ქალბატონს მაღალ ქულებს უწერენ, მე მაინტერესებს, რითი ხელმძღვანელობენ ან რა სინდისით უწერენ მაღალ ქულებს. ეს ადამიანი, პრაქტიკულად, შიმშილისთვის არის ხომ განწირული დღეს და იმის მაგივრად, რომ ვიღაც დაეხმაროს, პირიქით, ყოველწლიურად ქულებს უმატებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფომ ზედმეტი თანხა არ გახარჯოს,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა. 

დღის ამბები