გერმანიის საელჩომ ბოლნისში ახალი გასართობი მოედანი გახსნა. სლოგანით „მომავლის მემკვიდრეობა“ - საქართველო-გერმანიის ფარგლებში, საელჩო თბილისში სხვადასხვა ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პროექტს ახორციელებს.
ამჯერად, ექვსი ახალგაზრდა დასაქმდა და ხეზე კვეთის გერმანელი ოსტატის, იორგ შულცეს, ხელმძღვანელობით, ბოლნისში მრავალფუნქციური ზონა თამაშების, სპორტისა და დასვენებისათვის ხელოვნებისა და გერმანული ხარისხის სტანდარტების შესაბამისად მოაწყო.