18 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
აღმაშენებლის გამზირი გამოვიარე და თავი ღაზას სექტორში მეგონა - სანდრო ბრეგაძე

„ახლა აღმაშენებლის გამზირი გამოვიარე და თავი ღაზას სექტორში მეგონა... ღაზას სექტორი სავსეა არალეგალი კრიმინალებით და ტერორისტებით, ამ ნიშნით შევადარე“, - ამის შესახებ უცხოელი მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილი ე.წ. "ქართული მარშის" მთავარმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა.

მოძრაობა ეროვნულების თავმჯდომარემ თბილისის გარკვეული უბანი, აღმაშენებლის გამზირი, ღაზას სექტორს შეადარა. მისი თქმით, კრიმინალებსა და არალეგალებს ეწინააღმდეგებიან.

ბრეგაძის თქმით, აქციას არანაირი დაფინანსება არ აქვს, თუმცა ე.წ. "ქართველთა მარშის" ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ მათ ნადია წიკლაურმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, 500 ლარი გამოუგზავნა. 

სანდრო ბრეგაძე 14 ივლისს ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას, რომლის ორგანიზატორი ჟურნალისტი ლაშა ბერულავაა, გამოეხმაურა.

„როდესაც ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენი აქციის გადასაფარად ატარებ, ეს არის ფარისევლობა," - განაცხადა ბრეგაძემ.

სანდრო ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. "ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები დღეს კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ, სადაც მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები