ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სამი სოფელი დააზარალა. სტიქია იყო ნინიგორში, გიორგეთში, აფენსა და ქალაქ ლაგოდეხში. დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ბოსტნეული კულტურა.
სეტყვას თან ახლდა ქარი, რის გამოც ელექტროსადენები დაზიანდა და სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ლაგოდეხის გამგებლის, გიორგი ბოკერიას ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში მათი წარმომადგენლები სტიქიით მიყენებულ ზარალს სწავლობენ.
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა გურჯაანის რაიონიც. სოფელ ვაზისუბნის მცხოვრებლების ინფორმაციით, სანიაღვრე არხებმა წყალი ვეღარ გაატარა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ვაზისუბანში გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ დაზიანდა ბაღჩეული კულტურა და ვენახები.
ზარალის დამთვლელი კომისია ზიანის ოდენობას უახლოეს მომავალში შეისწავლის.