რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე რუსლან გოგოლაძე, რომელიც სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, სახელმწიფოს დახმარების მოლოდინშია. რუსლან გოგოლაძეს ომიდან დაბრუნების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. გადატანილი სტრესის გამო გონებას ხშირად კარგავდა და სწორედ, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, თავის შეკავება ვერ შეძლო და ფანჯრიდან გადავარდა. მან ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო და წელს ქვემოთ მგრძნობელობა დაკარგა. აგვისტოს ომის მონაწილის ბებია ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. რუსლანს სარეაბილიტაციო კურსის გავლა ესაჭიროება. ოჯახს მოუხსნეს სოციულური დახმარებაც.
სახელმწიფო დახმარების გარეშე დარჩენილ ოჯახს, ახლობლები და რუსლანის თანამებრძოლები ეხმარებიან.
„ვგრძნობთ, რომ ამ ხელისუფლების ხელში ზედმეტი ვართ,“ - ამბობს რუსლან გოგოლაძის თანამებრძოლი იოსებ ქათამაძე.
ავტორი: სალომე ბეჟანიძე.