18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ფერფლად ქცეული 2000 კვადრატული მეტრი - მორიგი ხანძარი ამჯერად უკვე ფოთის ბაზარში

ფოთის ბაზრის მოვაჭრეები რამდენიმე საათია ზარალს ითვლიან. ხანძარმა ასეულობით ლარის პროდუქცია რამდენიმე წუთში გაანადგურა. არც ერთ მოვაჭრეს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდა.

ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე უკვე დაასრულეს მუშაობა ექსპერტ-კრიმინალისტებმა. სამართალდამცველები ცდილობდნენ დაედგინათ რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა მოვაჭრეებს ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ისინი ეჭვობენ, რომ ფოთის ბაზარი განგებ დაწვეს. მოვაჭრეთა ნაწილი მომხდარში ფოთის აგრარული ბაზრის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

მოვაჭრეთა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ფოთის ბაზრის დირექტორი. 

ხანძრის შემდეგ, ფოთის ბაზრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ თვითდაზიანებები მიიყენა. ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც სავაჭრო ცენტრში რამდენიმე ობიექტი დაეწვა, ვენები გადაიჭრა. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ფოთის ბაზრის კიდევ ორ მოვაჭრეს.

რა ზარალი მიადგათ ხანძრის შედეგად მოვაჭრეებს ჯერჯერობით უცნობია. 

ფოთის ბაზარში ხანძარი დილის 07:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად სულ 2000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები