18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
მსგავსი გადაწყვეტილება მეტად უნდა იყოს დასაბუთებული - ომბუდსმენი ჩაბუქის საქმეზე დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება

„მსგავსი გადაწყვეტილება უფრო მეტად უნდა იყოს დასაბუთებული,“ - ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დემირელის კოლეჯის ხელძღვანელისთვის დევნილთა სამინისტროს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის გამოცხადებას. მუსტაფა ემრე ჩაბუქს უწყებამ ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა და გადაწყვეტილება საერთაშორისო კვლევებით ახსნა, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთში არაადამიანური მოპყრობა არ ხორციელდება.

სახალხო დამცველის განცხადებით, სტატუსის მინიჭებაზე უარის დასასაბუთებლად სუბარის უწყების მიერ საკმარისი დასაბუთება არ იყო წარმოდგენილი.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სამინისტროს უნდა გაეთვალისწინებინა ბოლო პერიოდში თურქეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული საერთაშორისო ანგარიშები.

„მსგავსი გადაწყვეტილება უფრო მეტად უნდა იყოს დასაბუთებული. განსაკუთრებით, უნდა იყოს გათვალისწინებული ის უახლესი ინფორმაცია, რომელიც წარმოშობის ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებობს. მათ შორის, ევროპარლამენტმა სულ ახლახან მიიღო სპეციალური რეზოლუცია, სადაც ამბობს, რომ თურქეთში ადგილი აქვს ადამიანთა წამებას, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და ეს რისკები, სამწუხაროდ, სამინისტრომ არ გაითვალისწინა და ის დაეყრდნო უფრო წინანდელ ინფორმაციას და მე ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც დასაბუთებულობის კუთხით, გარკვეული შენიშვნები მაქვს,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები