18 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
„კახელი არა ხართ, ჯიგარი არა გაქვთ?“ - კახელი ფერმერის მიმართვა გიორგი კვირიკაშვილს

„კახელი არა ხართ, ჯიგარი არა გაქვთ?,“-ასე მიმართავს სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები ფერმერი ვაჟა დანელიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. დანელიშვილი მთავრობის  მეთაურს ადგილზე ჩასვლას და მათი პრობლემების გაცნობას სთხოვს. იგი აცხადებს, რომ კრედიტით დამუშავებული 2 ჰექტარზე მეტი მიწა და მიღებული მოსავალი შესაბამის ფასად ვერ ჩააბარა და ახლა ვალის გასტუმრებაც უჭირს.

ვაჟა დანელიშვილი სახელმწიფოს გლეხების პრობლემებისთვის მეტი ყურადღების მიქცევას სთხოვს.

„პრემიერო, იქნება ერთ დღეს არ წახვიდეთ სტრასბურგში და აქ ჩამოხვიდეთ. ან იქნებ, მატყუარა სოფლის მეურნეობის მინისტრს და გუბერნატორს არ მოუსმინოთ. კახელი არა ხართ, ჯიგარი არა გაქვთ?,“-აცხადებს ვაჟა დანელიშვილი.

დღის ამბები