18 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
მმართველი პარტიის მიერ მხარდამჭერების ბიუჯეტიდან დაფინანსება - "ახალი საქართველოს" ლიდერები მთავარ აუდიტორს ხვდებიან

"ახალი საქართველოს" ლიდერები აუდიტის სამსახურში, მთავარ აუდიტორს, ლაშა თორდიას ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ, საკუთარი მხარდამჭერების ბიუჯეტიდან დაფინანსებაა.

როგორც პარტიაში ამბობენ, თბილისის გამგეობების მიერ დაახლოებით 2 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან არამიზნობრივად არის გაცემული. მათი თქმით, გადარიცხული თანხები „ქართული ოცნების“ აქტივისტებისთვის, წინასაარჩევნოდ არის ჩარიცხული.

„დოკუმენტაციაში მოცემულია დოკუმენტაცია, დაახლოებით 2 მილიონი ლარის, რომელიც ნაწილდება „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე სოციალურად დაუცველების ნაცვლად. ჩვენ ამ ყველაფერს მივიტანთ უკვე აუდიტის სამსახურში, რომელიც ვალდებულია, რომ შემოწმება დაიწყოს ამ პროცესთან და კავშირებით და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ხაზი გავუსვა. დღეს ჩვენ დავინახეთ, როგორ დააკავეს მერიის მაღალი თანამდებობის პირი, ოთარ აბესაძე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მერიაში არის სისტემური კორუფცია, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო წლების მანძილზე და ყველა რგოლის მაღალჩინოსანი ჩართული არის კორუფციაში,“ - განაცხადა სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

ყველაზე მეტი თანხა, დაახლოებით 670 ათასი ლარი, კრწანისი გამგეობამ გასცა.

სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრი, თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ დაახლოებით 2 მილიონი ლარი კონკრეტული პირების ანგარიშებზეა გადარიცხული.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები