ავტო საგზაო შემთხვევა მოხდა გუშინ გვიან ღამით თბილისში. ვაკის პარკთან მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებულია ბაიკერი და მის მოტოციკლეტზე მჯდომი პირი.
უგონო მდგომარეობაში მყოფი მოტოციკლის მძღოლი საავადმყოში გადაიყვანეს. მას მრავლობითი ტრავმა აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწით დაიწყო.