მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, მეტსახელად "ბახალას" მხარდამჭერი აქცია გაიმართება დღეს დედაენის ბაღში. მსახიობს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ბუპრენორფინის" პირადი მოხმარებისთვის წაუყენეს. სასჯელი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში მრავალი არსებითი დარღვევაა, რაც "ბახალას" უდანაშაულობას ადასტურებს.
გიორგი გიორგანაშვილი შეთავაზების მიუხედავად, საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს. დღესვე მსახიობის მეგობრები პრესკონფერენციასაც გამართავენ და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ.
„აქცია შეხვედრა კიდევ ერთი სისტემის დევნილისთვის, კიდევ ერთი ტრაგედიისთვის. საუბარია ამჯერად გიორგი გიორგანაშვილზე. ის არის მართალი ამ საქმეში და ბუნებრივია, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა უერთდება ამ აქციას,“ - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.