ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი აძლევს. დავით ხარშილაძე დაკავების დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და სამართალდამცვეელბის მხრიდან, დაკავების პროცესში, უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
დავით ხარშილაძე აცხადებს, რომ მისი დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის სურვილით მოხდა, რადგან ის ელისო კილაძის შვილია.
სასამართლო პროცესზე მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ეს პოლიციელების მხრიდან უკანონო ჩადება იყო.