18 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
ფესტივალ „არტ გენის“ მეორე დღეს მცხეთაში ახალი ნავსადგურის პრეზენტაცია გაიმართა

ფესტივალ „არტ გენის“ მეორე დღეს მცხეთაში ახალი ნავსადგურის პრეზენტაცია გაიმართა. ნავსადგური მტკვრისა და არაგვის შესართავთან განთავსდა. სანაოსნო ტურის დროს უცხოელი და ქართველი ტურისტები მცხეთისა და საქართველოს შესახებ ისტორიას მოისმენენ.

„ეს ადგილი გახდება მიმზიდველი, კიდევ ერთი წერტილი, რომ ჩვენი ტურისტები ჩამოვიდნენ. ჩემი ინფორმაციით, ეს იქნება საშუალება იმის, რომ მცხეთა დაათვალიერონ ტურისტებმა ნავების მეშვეობით,“ - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ლევან ზაუტაშვილმა.

ნავსადგურის გახსნის შემდეგ გამოფენა მოეწყო, სტუმრები ქართული ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებასაც გაეცნენ.

„თავის დროზე, როდესაც აქ მოვედით, აქ ნაგავსაყრელი იყო. დღეს უკვე პატარა წალკოტი, პატარა ნავსადგური არის, საიდანაც ტურისტებს შეეძლებათ გაისეირნონ,“ - განაცხადა ფესტივალ "არტ გენის" ორგანიზატორმა, გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები