18 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
მუსიკალური ცენტრის შენობის უსაფრთხოების საკითხზე ვატო კახიძე მერიას და კულტურის სამინისტროს მიმართავს

ჯანო კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობას, რომლის ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგონა დაშავდა, დღეს პასუხისმგებელი პირი არ ჰყავს, ვინც მის უსაფრთხოებას დაიცავს. სამხატვრო ხელმძღვანელის, ვატო კახიძის თქმით, შენობა ცენტრს კულტურის სამინისტროსგან გადმოცემული აქვს მართვის უფლებით, შესამისად, ისინი კულტურის სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან და დაფინანსებას იღებენ.

ვატო კახიძე კულტურის სამინისტროსა და მერიას მიმართავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიყოს კომისია, რათა დროულად შეაფასდეს გამომწვევი მიზეზი.

„გადმოცემული გვაქვს შენობა და ვეწევით ჩვენ შემოქმედებით მუშობას, აქ რის გამოც კულტურის სამინისტრო გვაფინანსებს. ეს არის კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი,“ - განაცხადა ვატო კახიძემ.

არქიტექტორის, ლერი მეძმარიაშვილის განცხადებით, შენობის საფუძვლიანი რეაბილიტაციაც 2003-2010 წლებში ჩატარდა და ის "ქართუ ფონდის" დაფინანსებით განხორციელდა. მისი თქმით, მაშინ შიდა ტერიტორიაზე ჩატარდა რეაბილიტაცია და გარე ფასადზე ძირითადი სამუშაოები არ ჩატარებულა.

აღმაშენებლის გამზირზე გუშინ დაშავებული ახალგაზრდა გოგონა მრავლობითი ტრავმებითა და ტვინის შერყევით კლინიკაში რჩება. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. ინციდენტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის ტერიტორიაზე მოხდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები