დღეს სვეტიცხოვლობაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დღესვე მორიგი, 49-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება სამებაში და კათოლიკოს პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება. ცერემონიის დასრულების შემდეგ, ტაძარში მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი. ილია II ნათლულებს დალოცავს და იქადაგებს.