აქცია სასმელი წყლის მოთხოვნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ თაზიქენდის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივების განცხადებით, სამი წლის მანძილზე, წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ.
აქციის მონაწილებს, „ქართული ოცნების" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე და თაზიქენდის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა.
დეპუტატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ 10 დღის განმავლობაში სოფელში პრობლემა მოგვარდება.
აქციაზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წევრი აჰმედ იმამკულიევი, რომელმაც განაცხადა, რომ თუ წყლის პრობლემა არ მოგვარდება, მასშტაბური აქციები გაიმართება.