კახეთში, განადგურებული ატმის მოსავლის გამო, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. კახეთში რეგიონში ჩაბარების სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ ადგილობრივი ფერმერები კვლავ დაბალ ფასს და გასაღების ბაზრის არარსებობას უჩივიან. ადგილობრივი მაცხოვრებლები მოსავლის მოყვანაზე დახარჯული თანხის ანაზღაურებასაც ვერ ახერხებს.
ადგილობრივი მაცხოვრებელი ვაჟა დანელიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტყუიან, როდესაც საუბრობენ თითქოს ატმის ფასი 1 ლარს შეადგენს და გლეხებს არც მოსავლის გასაღების პრობლემა აქვთ. მათ უმოქმედობაშიც ადანაშაულებს და დახმარებას თავად პრემიერ-მინისტრს სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გლეხები ატმის ბაღების გაჩეხვით და სოფლის მეურნეობის შეწყვეტით იმუქრებიან.
დაბალი ფასი, ქარხნების არ არსებობა და რეალიზაციის პრობლემა - ამაზე სოფელ ჩუმლაყის ბაზარშიც საუბრობენ, სადაც გლეხები მოსავლის გაყიდვას ცდილობენ. ყვებიან, რომ ამ სეზონზე სოფლის ხილის საწარმოს იმედად იყვნენ, რომელიც 5 ივნისს უნდა გახსნილიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა. მათი თქმით, პრობლემას ის გაძვირებული გადასახადი კიდევ უფრო ამძიმებს, რომელიც უცხო ქვეყნის ბიზნესმენებს საბაჟოზე დაუწესეს.
ავტორი: თაკო სურგულაძე, ია გულიაშვილი.