მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ დღეს საოკუპაციო ხაზთან მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დილიდან თბილისში შეიკრიბებიან და ერთად გაემგზავრებიან.
ისინი ბერშუეთთან გააპროტესტებენ რუსეთის ქმედებებს და საოკუპაციო ხაზის გადმოწევას.
"ეს იქნება არა კონკრეტულად იმ ბანერის გაპროტესტება, რომელიც ბოლოს გადმოსწიეს, არამედ მთლიანად ამ მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება... ზოგადად, ეს არის ანტი საოკუპაციო აქცია მიმართული მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ," - განაცხადა ჟურნალისტმა, რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ლაშა ბერულავამ.