საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სადაოდ ხდიდნენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც მცენარე კანაფის პირადი მოხმარებისთვის დათესვისა და მოყვანისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ კონკრეტულ ოდენობამდე კანაფის დათესვაზე თავისუფლების აღკვეთა არაპროპორციული სასჯელია.