მიუნხენში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. გერმანიაში მცხოვრები ქართველები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გააპროტესტეს. ქართველთა სათვისტომოს წევრების შეკრების მიზანი იყო, საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ეცნობებინათ ქვეყანაში არსებული ვითარება.
“ვაპროტესტებთ რუსეთის ოკუპაციას, შემოჭრას ჩვენ ქვეყანაში, საზღვრების გადმოწევას. ერთადერთი რაც შეიძლება ამას დავუპირისპიროთ, არის ის, რომ გავაგებინოთ ყველას რას აკეთებს ჩვენი სამშობლო საქართველოს წინაშე დამპყრობელი ოკუპანტი“ - განაცხადა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ.